პედაგოგ მელანია დოლიძის მოსწავლეები სპორტული კონფერენციისთვის ემზადებიან
07-06-2023

პედაგოგი მელანია დოლიძე მუდამ ორიენტირებულია მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებაზე.

ამჯერად, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სპორტული კონფერენციისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.

სამზადისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ბესიკ ციცაგთან ერთად მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ, რადგან ის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და მუდამ მათ წინსვლასა და წარმატებაზე ზრუნავს.

„დიდი მადლობა ჩემს ბავშვებს და ბატონ ბესოს საინტერესო დღისთვის. მიყვარხართ და მეამაყებით“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203