ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-06-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები იმართება.

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

თამაშის მონაწილე გუნდები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეიქმნა VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეთა ბაზაზე.

თამაშები მიმდინარეობდა 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.

„პირველ დღეს წამყვანის - ისტორიის მასწავლებლის - ნანა მაისურაძის პირისპირ თამაშობდა VII და VII , VIII, IX კლასების მოაზროვნეები, სადაც გაიმარჯვა VII კლასის გუნდმა“ , - გვიყვებიან სკოლაში.

16 მაისს X , X და  XI კლასებს შორის გამარჯვებულად გამოვლინდა X კლასის მოაზროვნეთა გუნდი.

ფინალში, კი, 22 მაისს, ერთმანეთს VIIდა X კლასელთა მოთამაშეები დაუპირისპირდნენ, სადაც  X კლასის მოსწავლეები დაწინაურდნენ.

„ყველა თამაშის ბოლოს გუნდები ასახელებდნენ  „საუკეთესო“ მოთამაშეებს და შეიკრა მოაზროვნეთა ახალი გუნდი, რომლებიც სუპერ ფინალში დაუპირისპირდნენ ფინალში გამარჯვებულ X ა კლასის გუნდს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დაძაბული თამაშის შემდეგ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც, როგორც სკოლაში ამბობენ, სწორედ საუკეთესო მოთამაშეებისგან იყო დაკომპლექტებული.

„სუპერფინალში გამარჯვებული გუნდი, სკოლის სახელით, მონაწილეობას მიიღებს ევროპის დღის ფარგლებში დაგეგმილ შემეცნებით - გასართობ მარათონში 2023 წლის ნოემბრის თვეში, რომელსაც გამართავენ - გიორგი მოსიძე და ცნობილი მოთამაშეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203