საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროექტი: „ვიკვებოთ ჯანსაღად“ ჩატარდა
07-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ინტეგრირებული პროექტი: „ვიკვებოთ ჯანსაღად“ ჩატარდა.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი საკვების მიღების წესის ჩამოყალიბება, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მათემატიკაში ნასწავლი სქემების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება იყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებზეც პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ასევე ისაუბრეს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე. 

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი - სალომე ქირია და მათემატიკის პედაგოგი - გუმაი იბადოვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203