„უსახელო“ - ნაბახტევის საჯარო სკოლაში მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
07-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბავშვების მონაწილეობით, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, გამოფენა სახელწოდებით - „უსახელო“ მოაწყვეს, სადაც წარადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნამუშევრები.

ნამუშევრებში მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვა და შესაძლელბობები გახლდათ გამოხატული და გამოფენამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გამოფენაზე ბავშვები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203