
ქვენობნის საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღე“ ჩატარდა.
ხელმძღვანელი ნანა ფოცხიშვილი გახლდათ.
მოსწავლეებმა თემატური სიმღერები და ლექსები შეასრულეს, ასევე, საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან რჩეული ნაწყვეტები წაიკითხეს.
მასწავლებლის შეფასებით, ამით ბავშვებში ქართული ენისადმი სიყვარული იზრდება.
სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები