დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ
07-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის პედაგოგმა - ჟანარ კალაჩიანმა, ა.ს პუშკინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი პროექტის - კითხვის კონკურსი ჩაატარა.
მასში შემდეგი სკოლების: სოფელ დაშბაშის საჯარო, წალკის N1 და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლების V-VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ ეტაპად ჩატარდა და მასში 14 მოსწავლე იყო ჩართული.
„მოსწავლეებს შორის რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა, რადგან ბავშვებმა გამოხატულად, გრძნობით წარმოთქვეს აუდიტორიის წინაშე ლექსები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ძირითადი კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც კონკურსანტები შეფასდნენ იყო: ნაწარმოების მხატვრული კითხვა, ექსპრესიულობა, არტისტიზმი, უშეცდომო კითხვა.
აღნიშნული დღეს მოსწალვეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს