პატარა სამსარის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
07-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლას წელს ორი კურსდამთავრებული ჰყავს.

სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებამ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დირექტორის - ანაიტ ლაგზიანისა და დამრიგებელ სუსანნა ჰამბარიანის მეშვეობით, სახალისოდ ჩაიარა.

დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203