შუაფარცხმის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე მათე ჭელიძემ საგნობრივ ოლიმპიადაში ოქროს მედალი და დიპლომი მოიპოვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, წარმატებას მეორე კლასის მოსწავლე მათე ჭელიძემ მიაღწია. ის 2022 წლის შემოდგომის სეზონის „კინგსის“ მათემატიკის ლიგაში მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები წარმოაჩინა და ოქროს მედალი და დიპლომი მოიპოვა.
აღსანიშავია, რომ მათე ჭელიძე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეა. მისი მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან ბერძენიშვილია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს.
სკოლაში მათე ჭელიძის მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: