ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობდნენ
07-06-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ამერიკული დღესასწაულების სტენდთან სხვადასხვა ინფორმაციული თვალსაჩინოება წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა თანატოლებს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მათ ინფორმაცია წინასწარ მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესო თემატური ნამუშევრები მოამზადეს და წარადგინეს.
ფესტივალში ყველა დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს