ირემაძეების საჯარო სკოლში საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი ჩატარდა
07-06-2023
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა და ბავშვების მონაწილეობით საინტერესო აქტივობებიც ტარდება.

ამჯერად, დაწყებითი საფეხურების - მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა ნამუშევრების:  ნახატების, ნაქარგების, ნაქსოვების, თექაზე შესრულებული ნაშრომების გამოფენა აუქციონი მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აუქციონში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მშობლები, ასევე სკოლის პედაგოგები.

„შემოსულ თანხას მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი - ინგა ხოზრევანიძე გადასცემენ სოციალრად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი - ბადრი ირემაძე.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203