იანეულის საჯარო სკოლამ მხატვრის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა
07-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლამ ღონისძიებას უმასპინძლა. 

სკოლაში მხატვარ ეთერ კალანდარიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელსაც არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობდა. მათზე ნამუშევრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მოსწავლეები მხატვრის ბიოგრაფიასა და იმ მიმდინარეობასაც გაეცნენ, რომლითაც მუშაობდა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ეთერ კალანდარიშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები სოფელ იანეულში გაატარა, უყვარდა ხატვა, პოეზია და თანასოფლელები.

გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203