თბილისის N190 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელმა - ალექსანდრე შუბლაძემ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა
07-06-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ მის გარეთ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-6 კლასელი - ალექსანდრე შუბლაძე.

მან სპექტაკლში - „ყინულის დედოფალი“ ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა, სადაც შემოქმედებითი შესაძლელბობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

სპექტაკლის პრემიერა სკოლა-სტუდია ბერიკებში გაიმართა.

„წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მსახიობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203