კლდეეთის საჯარო სკოლაში ქიმიკოსის კლუბის სახალისო აქტივობების ტრადიციული ჩვენება გაიმართა
07-06-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ - „კლდეონის“, მონაწილეებმა ტრადიციულად, სახალისო თემატური აქტივობების ჩვენება მოაწყვეს.

ჩვენება მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა გამართეს.

თემატური აქტივობები გახლდათ:

  • ქიმიაზედ უთქვამთ;
  • საინტერესო ამბები ქიმიიდან;
  • მასწავლებლის მიერ შექმნილი ფაზლების აწყობა (ქიმიის ანბანი);
  • ვიდეო იუმორი;
  • ქიმიური ტერმინების გამოცნობა;
  • მოგზაურობა წარსულში (მოსწავლეებს პატარაობის სურათებიდან უნდა გამოეცნოთ თავიანთი პედაგოგები).

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თვითონაც ძალიან იხალისეს და დარბაზიც გაახალისეს. ღონისძიების დასასრულს კი, კლუბის წევრებს, მადლობის ფურცლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ავტორი, კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმის პედაგოგი მანანა ჯიქურიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203