გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავლფეროვანი ღონისძიება გამართეს
07-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც პედაგოგის - თამარ გორგაძის ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პატარებმა, ქართული ანბანის თითოეულ ასო-ბგერაზე დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და სასკოლო საზოგადოებას, დედაენისა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ფრაზები წარუდგინეს.

მოსწავლეებმა ასევე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიება უფრო სანახაობრივი და დასამახსოვრებელი გახადა.

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები მრავალმხრივ გამოავლინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მადლობა პედაგოგს, მოსწავლეებს საინტერესო, ლამაზი სანახაობისთვის! მადლობა მშობლებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203