ვერნების საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა მანანა აბულაძემ მოსწავლეებს საინტერესო ვიქტორინა შესთავაზა
07-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში, საგნობრივი ვიქტორინა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი ისტ-ის მასწავლებელი მანანა აბულაძე გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინაზე მოსწავლეებმა, საგანთან მიმართებაში თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დასაჩუქრდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203