ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
07-06-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის, შინდისში სასწავლო ექსკურსია მოეწყო.

მოსწავლეებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი შორენა საბანაძე შინდისში გაიზარდა, მან მოსწავლეებს ომის შესახებ მათთვის უცნობი ფაქტები მოუთხრო და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერება აამაღლა.

მოსწავლეებმა, ასევე თბილისში გმირთა მოედანზე აღმართული მემორიალური დაფა მოინახულეს და აღნიშნეს, რომ მომავალმა თაობამ, საქართველოს წარსული აუცილებლად უნდა იცოდეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203