გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა
07-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, დაწყებითი საფეხურის - I-IV კლასების მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მათ, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, ბორჯომის პლატო, წმინდა სერაფიმ საროველის ეკლესია მოინახულეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბორჯომის პარკში გაისეირნეს.

ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

„ძალიან საინტერესო, ლამაზი, მხიარული დღე გამოგვივიდა! მადლობა მასწავლებლებს, მშობლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ექსკურსიები მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203