მუხურის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები მიეძღვნა
07-06-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნეს.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბანერები დაამზადეს და სკოლის საინფორმაციო დაფაზე განათავსეს.

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ბავშვთა უფლებების კონვენციის გაეცნენ და ამ კუთხით ცნობიერების დონე აიმაღლეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203