ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ
07-06-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბაკურიანში დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, აქტიურად ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქცია „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „სადაგი“, თანამშრომლობით, ბაკურიანისა და ანდეზიტის სკოლის მოსწავლეებმა გამართეს.

მოსწავლეებმა დაბა ბაკურიანში, წრიულის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ეკოლოგიურ საკითხებში მათი ჩართულობის გაზრდას.

აღნიშნული აქციის ბოლოს კი, მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ მწერალ დათო ტურაშვილთან, ისინი შინ შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ.

„მათი მომღიმარი სახეები მათივე განწყობის ამსახველია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203