საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საჩუქრები უსახსოვრა 
07-06-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან, საჩუქრები: ხელჩანთა, სასკოლო და საკანცელარიო ნივთები, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის ყველა მოსწავლესა და თანამშრომელს გადასცა.

„საჩუქრები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მეშვეობით - შემოსწირა - აშშ საერთაშორისო მართლმადირებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციამ (IOCC), რომლის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ზაზა მაჭარაშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პატრიარქის საჩუქრები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე გადაეცემათ მომავალ პირველკლასელებსა და ახალი სასწავლო წლისათვის სხვა სკოლიდან მობილობით გადმოსულ მოსწავლეებს.

გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის გიმნაზიის დამფუძნებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის - გიმნაზიის დაფუძნების დღიდან - გიმნაზიაზე განსაკუთრებული მზრუნველობისათვის და საჩუქრებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203