მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და კარგი ყოფაქცევისათვის სიგელები გადაეცათ
07-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძება გაიმართა, რომლის ფარგლებში, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა:
lV კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებლ თამარ მელიქიძეს დაემშვიდობნენ, ხოლო ახალ სკოლაში lX კლასის ერთადერთ მოსწავლეს - ნინო მაცუკატოვას აცილებენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა მოსწავლეები წარჩინებული სწავლისა და კარგი ყოფაქცევისათვის სიგელებით დააჯილდოვა.