„წელიწადის დროები“ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში - 3 საგნის ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი
07-06-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში ქართულის, ინგლისურისა და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი - „წელიწადის დროები“ ჩატარდა.

აღნიშნული კლასის, დაწყებითების მასწავლებელი - ჯილდა კეკუტია, ინგლისური ენის მასწავლებელი კი - რიმა კუპრეიშვილი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროების, თვეების, ამინდის ამოცნობა და საჭირო ლექსიკის გამოყენება.

მოსწავლეებმა, წელიწადის დროებზე მაკეტები დაამზადეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამინდთან დაკავშირებული სიტყვების გამოყენებით, პოსტერი შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203