პატრიოტული მოტივები და შთამბეჭდავი ღონისძიება ეკის საჯარო სკოლაში
07-06-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, მათ შორისაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა მრავალფეროვანი პლაკატები, საინფორმაციო ბანერები და შთამბეჭდავი დეკორაციები შექმნეს. ასევე ღია ცის ქვეშ ბუშტებით გაფორმებული, მრავალფეროვანი გარემო მოაწყვეს და ამ დღის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს.
მოსწავლეებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორია მოისმინეს, ქვეყნისთვის ამ აქტის მიღების აუცილებლობა და მნიშვნელობა განსაზღვრეს და გულში, თითოეულმა მადგანმა პირობა დადო, რომ ყოველთვის იქნება მშობლიური ქვეყნის სადარაჯოზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს