„დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“ - ბუნების დაცვის ფარგლებში ჩატარებული აქტივობა კოდის საჯარო სკოლაში
07-06-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში ეკოლოგიას დიდი ყურადღება ექცევა და მოსწავლეებიც არაერთ საინტერესო გარემოსდაცვით პროექტში მონაწილეობენ. ახლახან კოდის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის დღეს მიეძღვნა აქტივობა - „დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ეკოკლუბის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მოსწავლეები დევიზის - „დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან!“, ირგვლივ გაერთიანდნენ და აქტივობა ხალისიანად წარმართეს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილია, ეკოკლუბის ხელმძღვანელი კი, ლალი ჯავახიშვილი გახლავთ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, რომელიც ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შორის, ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება, სათავეს კი 1974 წლიდან იღებს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ის ხელს უწყობს მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებას და გარემოს დაცვის მიმართულებით მოქმედებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203