ეკის საჯარო სკოლაში პედაგოგთა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
07-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულნი არიან. ისინი სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ და სკოლაში საინტერესო შეხვედრებს მართავენ.

ამჯერად, სკოლაში საბაზო განათლების ლიდერი მასწავლებლების პროგრამის ფარგლებში, წლის შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი - ხ. ფირცხალავა.

პედაგოგმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კოლეგებს კიდევ ერთხელ გააცნო ტრენინგის ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია.

„შემაჯამებელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო, პრეზენტაციის მსვლელობისას სადისკუსიო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203