ჯანსაღი კვების ფარგლებში, ოქტომბრის საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტი ჩატარდა
07-06-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მე-9 კლასში, თემაზე - Food for Life, საინტერესო პროექტი განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში I-IV კლასის მოსწავლეებისათვის მომზადდა „ლანჩი“, მენიუ კი შემდეგნაირი გახლდათ: სენდვიჩი, ვაშლი და წვენი.

აღსანიშნავია, რომ ლანჩის მომზადების პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, პატარებისთვის საკვები სიამოვნებით მოამზადეს და ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203