ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ
07-06-2023

რევაზ ინანიშვილის სახელობის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, შემოქმედებითი აქტივობა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა, სკოლის ეზოს ასფალტი მრავალფეროვანი ნახატების გააფორმეს, სასწავლო სივრცე ფერადი ბუშტებით მორთეს და კვირეულს ამაღლებული განწყობით შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ, ამ კუთხით ცნობიერება აიმაღლეს და აღნიშნულ კვირეულზე ისაუბრეს.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, მათში კრეატიული აზროვნების განვითარებასა და ემოციების გამოხატვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203