წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა, ბიზნესფორუმის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა
07-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა დაფინანსება მოიპოვა. კლუბის ლიდერი ლიკა მიქაბერიძე, ხოლო მეურვე მასწავლებელი ფიქრია გიირხელიძეა. 

სკოლაში ამ მიღწევით ამაყობენ:  „ძალიან მნიშვნელოვანია ერთი წლის შეჯამება ულამაზეს გარემოში. ამაყი ვარ, რომ სკოლამ ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. მადლობა სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგს“ თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203