„წლები მისდევენ წლებს!“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან
07-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება - „წლები მისდევენ წლებს!“ გაიმართა. 

აღნიშნული ღონისძებით, მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელ თეა ჭუმბურიძეს დაემშვიდობნენ. საზეიმოდ გამოწყობილმა მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

განსაკუთრებული ოვაციები გოგონებისა და მამების შესრულებულმა ვალსმა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული ნომრები ჟანა ბენიძეს ეკუთვნოდა.

საღამოს დასასრულს, პატარებს გზა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ დაულოცა.

„პატარებმა სკოლის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარმოადგინეს, მომავალშიც გვამოგზაურეს და მასწავლებლებს მადლიერების სიტყვებით მიმართეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203