ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პირველ დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა საზეიმო ღონისძიებით გადაუხადეს
07-06-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლები არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივირებაზეც ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, საინტერესო აქტივობებს მართავენ. ამჯერად კი, პედაგოგ ნინო ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო, მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა პედაგოგს ყვავილები მიართვეს, გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს, მათ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებისთვის, სიგელებიც გადაეცათ. 

საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა ფერადი კვამლი გაუშვეს, ამობეჭდილი იყო მათი ფოტოები, ბოლოს კი, ფეიერვერკიც გაუშვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203