ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს
07-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვენობნის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, მუდმივად დგას მოსწავლეთა საფუძვლიანი განათლების სადარჯოზე; მასწავლებლები თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვები მხოლოდ საგნობრივი ცოდნიტ არ შემოიფარგლონ და მიღებული განათლება სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით განიმტკიცონ.

ფაქტია, ქვენობნის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორის გახლავთ თამარ ჯინჭარაძემე-9 კლასის მოსწავლე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

ამჯერად, თამარი მოსწავლეთა ქიმიის მე-2 რესპუბლიკური ოლიმპიადის - „ზურგჩანთის“, მესამე ფინალურ ტურში მონაწილეობდა და შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ, დირექცია და ადმინისტრაცია კი თამარს წარმატებას, წინსვლას უსურვებს!

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203