ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესტივალზე ღირსეულად წარდგა 
07-06-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ხარება“ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ზუგდიდის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ასოციაცია  - „აისის“ ორგანიზებით, მეგობრობის 10-ე რესპუბლიკური ფესტივალი ჩატარდა. მასში სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის „ხარება“ მონაწილეობდა. 

მოსწავლე-ახალგაზრდებმა კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კომპოზიციით შესრულებული - „წმინდაო ღმერთო“ მრავალჟამიერ და ცეკვები წარადგინეს. ანსამბლ „ხარებას“ ქორეოგრაფი მაია ბოკუჩავაა.

ღონისიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებისან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„ზუგდიდის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ასოციაცია „აისის“ ორგანიზებით, მეგობრობის 10-ე რესპუბლიკური ფესტივალი ჩატარდა, ასევე მოღვაწეობის 20 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მონაწილეობდნენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203