ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი მოიპოვეს
07-06-2023

ლანცხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლების ძალისხმევით, მხოლოდ საგნობრივი ცოდნიტ არ შემოიფარგლებიან, ბავშვები მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ და სხვადასხვა ინტელექტურალურ კონკურსში მონაწილეობით განიმტკიცონ მიღებული განათლება.

ახლახან ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა და საკუთრი შედეგებით გაახარეს მშობლიური სკოლა.

თამაში- „რა? სად? როდის?“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდული დღეების“  ფარგლებში გაიმართა  და მასში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მოაწილეობდნენ, პირველი ადგილი კი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა.

გუნდის კაპიტანი დათო ჭყონია გახლდათ, წევრები კი: ლიზი და ანა ურუშაძეები, ნინი ჩხაიძე, ლადო ქავზინაძე, საბა ჭკუასელი და დემეტრე ვენჯელაშვილი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203