მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-06-2023
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ თითქმის ორი ათეული წელია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. ესაა პროექტი, რომელმაც წლებს გაუძლო და რომლის დევიზია - განათლება თაობებშია. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, კონკურსის პირველი ეტაპში მერვე და მეხცრე კლასის მოსწავლეები: ნინო გერაძე, ალექსანდრე შახნაზაროვი, გიორგი კვიჟინაძე და ზურაბ შერგელაშვილი მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203