ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების გმირები გააცოცხლეს და მინისპექტაკლი გაითამაშეს
07-06-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯუმის საჯარო სკოლის პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობენ, მოსწავლეებმა არა მხოლოდ მიიღონ საფუძვლიანი განათლება, არამედ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში; პედაგოგები მოსწავლეებს, მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ და ამის ნათელი დადასტურებაა ის მინისპექტაკლი, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ხორავას ხელმძღვანელობით, სკოლის კედლებში გაითამაშეს.

გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების - „ბებოს“ მიხედვით დადგმულმა საოცარმა სანახაობამ დამსწრე საზოგადოებს აღფრთოვანებ დაიმსახურა:

„სპექტაკლზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები გამოავლინეს, საოცარი გამომეტყველებითა და ჟესტიკულაციით შეძლეს პერსონაჟების ემოციებისა და სათქმელის შინაარსის გადმოცემა“, - ასე გამოეხმაურა სკოლა ბავშვების მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელსაც სასკოლო თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორმა - ირმა ბუკიამ კი მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ნინო მასწავლებელს სპექტაკლის საინტერესოდ წარმოჩენისათვის.

აღსანიშნავია მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203