ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეები ხელბურთის საქალაქო ფესტივალზე სიგელითა და თასით დაჯილდოვდნენ
06-06-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეები მოტივირებულები და განვითარებაზე ორიენტირებულები არიან, ისინი გამოწვევებს არასოდეს უშინდებიან და წარმატებას აღწევენ. 

1-ელ ივნისს, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, ხელბურთის საქალაქო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და ხელბურთის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.

მასში, რასაკვირველია „გორდას“ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„გორდას“ ხელბურთელებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს, ისინი სიგელითა და თასით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203