თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
06-06-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

ისინი ასევე სხვადასხვა შემოქმედებით, სახალისო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

დღე მოსწავლეთათვის სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203