ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ 
06-06-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიულ ვიქტორინაში ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ვიქტორინა, 30 მაისს ახალი ხიბულის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართა, თემაზე - „სრული სვლით დედამიწის გარშემო“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა გეოგრაფიის მასწავლებლის თინათინ ნარსიას ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში აფასებენ, ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა, მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203