ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ცდები წარუდგინეს
06-06-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ცდები ჩაატარეს.

ცდები 5 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აუდიტორია თითოეული ცდის შედეგს სულმოუთმენლად ელოდა და რა თქმა უნდა, მიღებული შედეგი ყველას სახალისო განწყობაზე აყენებდა.

სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მათ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ელენე თოდუა გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203