ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
06-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მასწავლებლებმა - თინათინ ლარცულიანმა, ინა მანასიანმა და სვეტლანა მარკოსიანმა, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ექსკურსია მე-5, მე-8 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის დაგეგმეს.

ექსკურსია შემდეგი მიმართულებით გაიმართა: წალკა- დიდგორი - მცხეთა - თბილისი- წალკა.

მოსწავლეებმა დიდგორი, შიომღვიმე, ჯვრის მონასტერი, სამთავრო, სვეტისცხოველი და ზოოპარკი დაათვალიერეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გააატრეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203