ზერტის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ოთო ოქრუაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა
06-06-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ მის მიღმა, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-9 კლასელი ოთო ოქრუაშვილი.

ის ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე სამივე სახეობაში, საუკეთესო მაჩვენებლებით საქართველოს ჩემპიონი გახდა.

აღნიშნული ჩემპიონატი ზუგდიდში, 15 წლამდელთა შორის, 55 კგ. წონით კატეორიაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203