„ქაღალდის შექმნა“ - ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ნანა მამარდაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო STEM პროექტი შესთავაზა
06-06-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ნანა მამარდაშვილმა, მე-6 კლასში საინტერესო პროექტი განახორციელა.
STEM პროექტის თემა - „ქაღალდის შექმნა“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ ექსპერიმენტული ცდებით ქაღალდები შექმნეს.
სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო მიმართულებით მოსწავლეთა განვითარებასა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს