ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
06-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მათემატიკასა და სპორტში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი 22 მაისს, სკოლის ეზოში გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი საგანთა შორის კავშირების დანახვას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ სპორტული აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მათემატიკის მასწავლებელმა გამოიყენა მონაცემთა შეგროვებისა და რიცხვითი შემაჯამებელი მახასიათებლების საპოვნელად.

საგაკვეთილო პროცესში, ქომაგებისგან დიდი ჟრიამული და შეძახილები ისმოდა.

აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებულ გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა ფირცხალავა და სპორტის მასწავლებელი პაატა მხეიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203