ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო
06-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის X კლასის საკლასო პროექტის - „იცნობ თუ არა შენს მშობლიურ კუთხეს“ ფარგლებში, შემეცნებითი ხასიათის ლაშქრობა გაიმართა.

ლაშქრობა 31 მაისს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო, რომლის მარშრუტი შემდეგნაირი გახლდათ: ითხვისი-მღვიმევი-კაცხი-ითხვისი.

ლაშქრობაზე, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, მღვიმე, კაცხის სვეტის მამათა მონასტერი და მუზეუმი დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დალოცა და წარმატება უსურვა მღვიმევის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ თადეოზმა

ლაშქრობა საშევარდნოს კლდეზე დასრულდა, საიდანაც მონაწილეებმა, მშობლიურ ქალაქს გადმოხედეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებიც და მასწავლებლების შთაბეჭდილებებით აღსავსე, სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203