
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსა და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მიზანია: კლასგარეშე განათლება, სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტი, სწავლება არამარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ გარემოში. სოციალური და საკუთარი უნარ- ჩვევების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, ისინი საქართველოს კულტურისათვის მნიშვნელოვან ექსპონატებს გაეცნენ და თითოეული მათგანის ისტორია მოისმინეს.
„მრავალი ფერადი დღე, ჩემო ბარტყებო... მადლობა საზოგადოებას, რომელმაც გვიმასპინძლა“, - აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: