ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ვიტამინები“, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
06-06-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობასა და პროექტს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის პედაგოგ ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ვისწავლეთ რათა ჩვენი ცოდნა გაგიზიაროთ“ პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციის თემა - ვიტამინები გახლდათ.
„მოსწავლეებმა პროფესიონალურად და მაღალ დონეზე წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ვიტამინზე და მათ როლზე ისაუბრეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„აქტუალურ საკითხებზე მოსწავლეთა წარმოდგენილმა საკითხებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.