ზუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
06-06-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასის ხელმძღვანელისა და ქართულის მაწავლებლის - სოფიო ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნასწავლი შეაჯამეს და ანბანი გააცილეს.

მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203