თხილნარის N2 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
06-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვროდ საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და წარმატებები უსურვეს.

მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.

დღე ემოციური იყო, როგორც მოსწავლეების ასევე პედაგოგებისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო ბევრი ცრემლი სიხარულისა და სევდის.

პედაგოგებმა და დირექციამ მეთორმეტეკლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„მოსწავლეები გამოემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებსა და გული სწყდებათ. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც სასიხარულოა და ყველაზე მთავარი – სტუდენტობისთვის მზადება, ძალიან გვიყვარხართ! ვისურვებდით, რომ ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის წარმატების საწინდარი!“, -  განაცხადა კლასის დამრიგებელმა გულიკო თურმანიძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203