ჭიაურის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
06-06-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ეზო ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო, ბავშვებმა კი დაუვიწყარი დრო გაატარეს.

პატარებმა ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

ბავშვებმა ამ დღის არსი უკეთ გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორია მოისმინეს და 1-ელი ივნისი ასე საზეიმოდ აღნიშნეს.

„გისურვებთ წარმატებას და ბედნიერ მომავალს!“,- ასე მიულოცეს პატარებს სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203