ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღინიშნა
06-06-2023
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბ - „მწვანე პროგრესის“ ინიციატივით, პროგრესელებმა ეკლესიის ეზოში მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეები დარგეს. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გარემოზე იზრუნეს.
აღსანიშნავია, რომ „პროგრესში“ ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. სკოლაში მსგავსი აქტივობებისთვის, საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიის პედაგოგს, ნინო ტორაძეს მადლობას უხდიან.
„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს თავიდანვე ჰქონდეთ გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და გრძნობდნენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს